ნუთუ ადამიანის ცხოვრება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ გაიზარდოს, გამრავლდეს, უზრუნველყოფილი ცხოვრება შეიქმნას და შემდეგ უბრალოდ – მოკვდეს… თუ მხოლოდ ეს არის ცხოვრების აზრი, მაშინ სიკვდილის ფაქტი რატომ ანულებს ყოველ ამ მიზანს? იქნებ ადამიანის ცხოვრების არსი ისეთ რამეში მდგომარეობს, რასაც სიკვდილის ფაქტი არ გააქრობს? ჩვენი ცხოვრების მიზანი, განსაზღვრავს ჩვენს ბედს. ჩვენი ცხოვრების მიზანი კი შეიძლება იყოს წარმავალი და საბოლოო ჯამში აზრს მოკლებული, ან მარადიული და დიდი აზრის მატარებელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის შეიძლება იყოს ან რეალური, ან არარეალური.