შინაარსზე გადასვლა

ჩემს შესახებ

ჩემი სახელია რატი-ბჰუშანა დას. ბავშვობიდან შეხება მქონდა ვედურ ცოდნასთან, თუმცა მისადმი ინტერესი თავიდანვე იგივენაირი არ ყოფილა, როგორიც ახლა. ჩემი ცხოვრების განმავლობაში მომხდარმა მოვლენებმა, პირდაპირ მიბიძგა იმისკენ, რომ უფრო ღრმად ჩამეხედა ვედური ცოდნის საგანძურში. რაც უფრო მეტად ვიძრებოდი ამ ცოდნაში, სულ უფრო მეტად ვამჩნევდი ცვლილებებს ჩემს ცხოვრებაში. ჩემი პიროვნება დღითი-დღე ტრანსფორმირდებოდა ამ ცოდნის შედეგად. ეს ინტერესი ახლაც არ გამქრალა, პირიქით, ის დღითი-დღე იზრდება. ჩემი პიროვნების ტრანსფორმაციაც ამ ცოდნის შედეგად – გრძელდება.

ადამიანი რაც უფრო მეტად უღრმავდება ვედურ ცოდნას, მით უფრო მეტად შეუძლია სიმშვიდის შენარჩუნება სხვადასხვა სიტუაციებში, მით უფრო ნაკლებ გავლენას ახდენს მასზე ცვლილებები ამ ცვალებად სამყაროში და მით უფრო მეტ შინაგან ბედნიერებას ღებულობს. როდესაც ამ ცოდნას ეხები, თავისთავად გიჩნდება მისი გაზიარების სურვილი, რაც ეხმარება არა მარტო სხვა ადამიანებს, არამედ შენც, რადგან გაზიარებისას, ეს ცოდნა სხვაგვარად შემოდის შენში, ის იძენს სიმყარეს. ამ საიტზე შეგიძლიათ იხილოთ ლექციები, რომლებიც წამიკითხავს და წავიკითხავ მომავალში. ამას გარდა საიტზე დაემატება სტატიები, რომლებიც სხვადასხვა საინტერესო თემების ღრმა ანალიზს შემოგთავაზებთ ვედურ ცოდნაზე დაყრდნობით. პიროვნებებს, რომლებსაც დიდი ინტერესი გაუჩნდებათ ამ ცოდნის მიმართ, შეეძლებათ გაიარონ სიღრმისეული კურსი ვედების სტრუქტურისა და მისი არსის შესახებ – “ვედების ხე და მისი ნაყოფი”, სადაც ისინი არა მხოლოდ წაიკითხავენ ან მოისმენენ ვედების გარკვეული აზრის შესახებ, არამედ მთლიანობაში დაინახავენ ვედურ სისტემას და მის უმაღლეს არსს.

Loading