მატერიალურ სამყაროში გარდა უხეში ფიზიკური სფეროსი, არსებობს ნატიფ-მატერიალური (მეტაფიზიკური) და სულიერი სფერო. ეს სამი დონე არის როგორც გარე სამყაროში, ისევე ჩვენში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სამივე დონე და ყოველ მათგანს შესაბამისი ყურადღება მივაქციოთ, რადგან ჩვენში ეს სამივე დონე არსებობს. ამ ლექციაში განვიხილავთ მე-2, ნატიფ მატერიალურ დონეს, რომელსაც მიეკუთვნება სიზმართხილვა (სვაპნა). ვისაუბრებთ რა არის ის და როგორ გამოვიყენოთ სულიერი ცხოვრებისთვის ჩვენი ცხოვრების ის პერიოდი, რომელიც ჩენს ნახევარ ცხოვრებას შეადგენს.