შინაარსზე გადასვლა

ჩემს შესახებ

მე ვარ რატი კირკიტაძე (რატი-ბჰუშანა დას). ბავშვობიდან შეხება მქონდა ვედურ ცოდნასთან, თუმცა მისადმი ინტერესი თავიდანვე ისეთი არ ყოფილა, როგორიც ახლაა. ჩემი ცხოვრების განმავლობაში მომხდარმა მოვლენებმა პირდაპირ მიბიძგა იმისკენ, რომ უფრო ღრმად ჩამეხედა ვედური ცოდნის საგანძურში. რაც უფრო მეტად ვუღრმავდებოდი ამ ცოდნას, მით უფრო მეტად ვამჩნევდი ცვლილებებს ჩემს ცხოვრებაში. ჩემი პიროვნება დღითი დღე ტრანსფორმირდებოდა ამ ცოდნის შედეგად. ეს ინტერესი ახლაც არ გამქრალა, პირიქით, დღითი დღე იზრდება. ჩემი პიროვნების ტრანსფორმაციაც ამ ცოდნის შედეგად კვლავ გრძელდება.

რაც უფრო მეტად უღრმავდება ადამიანი ვედურ ცოდნას, მით უფრო მეტად შეუძლია სიმშვიდის შენარჩუნება სხვადასხვა სიტუაციაში, მით უფრო ნაკლებ გავლენას ახდენს მასზე ამ ცვალებადი სამყაროს მოვლენები და მით უფრო მეტ შინაგან ბედნიერებას იღებს. როდესაც ამ ცოდნას ეხები, თავისთავად გიჩნდება მისი გაზიარების სურვილი, რაც ეხმარება არა მხოლოდ სხვა ადამიანებს, არამედ შენც, რადგან გაზიარებისას ეს ცოდნა უფრო ღრმად მკვიდრდება შენში და მეტ სიმყარეს იძენს.

ამ საიტზე შეგიძლიათ იხილოთ ლექციები, რომლებიც უკვე წამიკითხავს ან მომავალში წავიკითხავ. გარდა ამისა, საიტზე იხილავთ სტატიებს, რომლებიც სხვადასხვა საინტერესო თემის ღრმა ანალიზს შემოგთავაზებთ ვედურ ცოდნაზე დაყრდნობით. ადამიანებს, რომლებსაც ამ ცოდნის მიმართ დიდი ინტერესი გაუჩნდებათ, შეეძლებათ გაიარონ სიღრმისეული კურსი ვედების სტრუქტურისა და მისი არსის შესახებ — „ვედების ხე და მისი ნაყოფი“, სადაც ისინი არა მხოლოდ გაეცნობიან ვედების ცალკეულ იდეებს მოსმენითა თუ კითხვით, არამედ მთლიანობაში დაინახავენ ვედურ სისტემას და მის უმაღლეს არსს.

Loading